ჭაპალის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მამედალი ხალილოვი და ნაზრინ გაფროვა „ეტალონმა“ დააჯილდოვა 
15-11-2021
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალის საჯარო სკოლის მოსწავლეები - მამედალი ხალილოვი და ნაზრინ გაფროვა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები მიენიჭათ.

12 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბოლნისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203