დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის პირველ კლასში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა
15-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა. 

სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა თემატურად ჩაიცვეს, წელიწადის ამ დროს ნამუშევრები მიუძღვნეს და ზოგადად, შემოდგომის შესახებ ისაუბრეს. 

აქტივობაში პატარა მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

მათ წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203