„რა შეუძლიათ ფოთლებს“ - ბუნების შემოქმედებითი გაკვეთილი საჩინოს საჯარო სკოლაში
15-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე აპლიკაციები სახელწოდებით -„რა შეუძლიათ ფოთლებს“ შექმნეს.
მოსწავლეების დავალება იყო, სხვადასხვა ფორმის ფოთლების დახმარებით მათთვის ნაცნობი ცხოველების ფიგურები შეექმნათ, რასაც პატარებმა თავი შესანიშნავად გაართვეს.
ამ დავალებით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მარტივად აღექვათ მცენარეთა და ცხოველთა სამყარო და მათი ერთიანობა ბუნებაში.