კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახვით ხელოვნებაში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
15-11-2021
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მეორე კლასის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების საგანში საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს.

„ხილით სავსე კალათა“, სახვით ხელოვნებაში ერთ-ერთი კომპლექსური დავალების თემა იყო. მოსწავლეებმა ყოველი ნაბიჯი დიდი მონდომებით შეასრულეს! ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო, მაგრამ.. შემოდგომა ხვავრიელი ისე როგორ იქნებოდა, თუ რეალურად არ აივსებოდა კალათები?! აი, ასე შემოაბიჯა დღეს ჩვენ კლასში მზისფერმა შემოდგომამ - „ხილით სავსე კალათებით“ ყვითელი ფოთლებით, ჩურჩხელებით, სიხარულით, ზარ-ზეიმით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203