ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ფარგლებში დასაჩუქრდა
15-11-2021
გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის გამორჩეული და აქტიური ეკოკლუბი, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში, CENN-ის  კონკურსის ორგანიზატორებმა და პარტნიორმა ორგანიზაციებმა დაასაჩუქრეს.
 
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სკოლას გამწვანების პროექტი მოუმზადა, მცენარეების შესაფერისი სახეობები შეურჩია და მოვლის შესაბამისი რეკომენდაციები გაუზიარა. 

სატყეო სააგენტოსა და CENN-ის თანამშრომლებმა ეკოკლუბს შერჩეული ნერგები გადასცეს და ნაწილი  სკოლის ეზოში ერთობლივად დარგეს. 

ამასთან, FAO საქართველოს ოფისმა ეკოკლუბს გადასცა პროექტორი, ხოლო ეკოკლუბის ათივე წევრს - სმარტფონები, რომლებსაც ბავშვები კეცხოველის ახალ კონკურსში მასალების ასატვირთად გამოიყენებენ. ეკოკლუბის წევრებმა პრიზები ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის (NAITS) შესახებ გამოვლენილი ცოდნისა და ჩატარებული აქტივობებისთვის მიიღეს.
 
ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის პრემიაში 2017 წლიდან მონაწილეობს და ორჯერ კონკურსის ფინალისტი გახდა. ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის/Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203