„აქტიური მოქალაქე“ - თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შესრულებული საინტერესო კომპლექსური დავალება
თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ასრულებენ.
ამჯერად, VIIIბ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია მუშკუდიანის ხელძღვანელობით, კომპლექსური დავალება სამოქალაქო განათლებაში შეასრულეს.
დავალების თემა „აქტიური მოქალაქე“ იყო.
მოსწავლეებმა აღნიშნული დავალება დიდი ინტერესითა და მონდომებით შეასრულეს. მათ ასევე ისაუბრეს თუ როგორ მოქალაქეს ეწოდება აქტიური და რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ადამიანების არსებობა.
იხილეთ ფოტოები: