წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონის ატმოსფერო გააცოცხლეს
15-11-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში ლიტერატურული მიმდინარეობის რომანტიზმისა და მისი ერთ-ერთი ქართველი წარმომადგენლის ალექსანდრე ჭავჭავაძის შესახებ იასაუბრეს. 

X კლასში მოამზადეს ჭავჭავაძეების სასახლის მაკეტი და ლიტერატურული სალონი გააცოცხლეს. 

აღნიშნულ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

მათ ისაუბრეს მიმდინარეობისა და მისი ქართველი წარმომადგენლების შესახებ.

„XIX-ის 1/3 რომანტიზმი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე, ლიტერატურული სალონი. იმპროვიზაციაში მონაწილეობდნენ X კლასის მოსწავლეები: ანანო ხარშილაძე, ნაზი ვახტანგაშვილი, მარიამ შუბითიძე, გიორგი შუბითიძე, სამირა გაჯიევა, ნინო გიორგაძე, ანი კაპანაძე. ჭავჭავაძეების სასახლის მაკეტი და ნახატები მოამზადა ანი კაპანაძემ“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ნამუშევრები:

იხილეთ ბმული 1 : 

იხილეთ ბმული2: 

იხილეთ ბმული 3:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203