ქვიტირის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია ჩატარდა
15-11-2021
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები ერთობლივად ხშირად მართავენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს.

ამჯერად, სკოლაში შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პედაგოგის, ციალა ჩხაიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია ჩაატარეს. ღონისძიებაში პედაგოგებიც აქტიურად ჩაერთნენ.

„2021 წლის 2 ნოემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქვიტირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ბიოლოგია- ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებლის, ციალა ჩხეიძის თაოსნობით, დასუფთავების აქცია პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში მოაწყეს. აქციაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მასწავლებლებიც. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქცია კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203