„ოქროსფერი შემოდგომა“ - კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა სახალისო შემეცნებითი აქტივობა
15-11-2021
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-სახალისო აქტივობა - „ოქროსფერი შემოდგომა“ ბუნებაში განახორციელეს.

„მოსწავლეებმა შეაგროვეს ბუნებრივი მასალები - ფოთლები, გირჩები, ღეროები და სხვადასხვა მრავალფეროვანი ფიგურა შექმნეს; პატარებმა იხალისეს, ითამაშეს, დააკვირდნენ ლამაზ, ფერად ფოთოლცვენას და უზომოდ კმაყოფილნი დარჩნენ. შექმნილი აპლიკაციები სასკოლო სივრცეში გამოფინეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203