მულახის საჯარო სკოლის პედაგოგის, სალომე ფურცხვანიძის ხელმძღვანელობით პროექტი-„სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“ განხორციელდა
15-11-2021
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო პროექტებს დიდი წარმატებითა და აქტიურობით ახორციელებენ.

მულახის საჯარო სკოლის პედაგოგის სალომე ფურცხვანიძის ხელმძღვანელობით პროექტი - „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“, ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ 13 ნოემბერს, ორგანიზაცია ზემო სვანეთის განვითარების ცენტრმა (UPPERS SVANETI DEVELOPMENT CENTRE) ევროკავშირის პროექტ - „საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერის“ ფარგლებში, „ქეა ავსტრიას“ დაფინანსებით,  ავსტრიის განვითარების ფონდისა და „პი ემ სი ჯგუფის“ მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტის, ზემო სვანეთის განვითარების ჯგუფის, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“, პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდის“ პარტნიორობით, გამართა პროექტის - „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“, დასკვნითი ღონისძიება - სასკოლო მინიკომპანიების პროდუქციის გამოფენა.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა და მინიკომპანია: l ადგილი - ბეჩოს საჯარო სკოლა- პროდუქციით - სვანური კევი; II ადგილი - ლატალის საჯარო სკოლა - პროდუქციით - სვანური საპონი და III ადგილი - ცხუმარის საჯარო სკოლა - პროდუქციით - სვანური მარილი.

ასევე, გამოვლინდა პარტნიორების ფავორიტი გუნდები: „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ რჩეული - ლენჯერის საჯარო სკოლა. კოლეჯ „თეთნულდის“ რჩეული - ფარის საჯარო სკოლა; ელენე განაიასა და კოტეჯვუდენის“ რჩეული ეცერის საჯარო სკოლა; მუჟალის, უშგულის და მესტიის N2 საჯარო სკოლები „ზემო სვანეთის განვითარების ცენტრმა“ სიმბოლური ფულადი საჩუქრით დააჯილდოვა. 

მესტიის მერის ინიციატივით, წარმატებული იდეები 3000 ლარით დაფინანსდება.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში 8 თვის განმავლობაში სამეწარმეო უნარჩვევებში გადამზადდა 11 მასწავლებელი და 200-დე მოსწავლე, შეიქმნა 11 სასკოლო სამეწარმეო კლუბი და მინიკომპანია.

„მინდა მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს, პარტნიორებს, პროექტში ჩართულ სკოლებს, მოსწავლეებს და მულახის საჯარო სკოლის დირექტორს, ნელი გუჯეჯიანის ზემო სვანეთში სამეწარმეო სწავლების ინიცირებისა და ხელშეწყობისათვის“, - აღნიშნავს პედაგოგი სალომე ფურცხვანიძე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203