წალკის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ
15-11-2021
წალკის N2 საჯარო სკოლის 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ.

მედლები ბაჩუკი აბდელანს, ლუკა უშხვანს, ნიკოლოზ ნადარაიას, ირაკლი ვახტანგიშვილს, მარიამ გაჩლავაშვილს, ილონა კალაიჩევას, ნინო ირემაძეს, დათო ღორჯომელაძეს, სვეტლანა ჭითანავასა და ალისა ხოზრევანიძეს გადაეცათ.

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის ( მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით;
 
ოქროს მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის ნიშანი მესამე საფეხურზე არის დამრგვალებული 10. ვერცხლის მედალს მიიღებს ის მოსწავლე, რომლის ყველა საგნის თითოეული წლის დამრგვალებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული მესამე საფეხურზე არის 9.8 დან - 10 მდე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203