ტვიშის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ჯადოსნური შემოდგომა“ ჩატარდა 
15-11-2021
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

პედაგოგები და სკოლის დირექცია მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებებს ხშირად სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძება ჩატარდა.

„11 ნოემბერს, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ტვიშის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „ჯადოსნური შემოდგომა“, რომლის მიზანიც იყო ჩვენი ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება საინტერესო, სასიამოვნო მრავალფეროვანი და ხალისიანი გაგვეხადა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203