ხულგუმოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
15-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ენის ანბანის შესწავლა დაიწყეს. მოსწავლეებმა ანბანის პირველი ასო-ბგერა - „ა“ საზეიმო გაკვეთილზე შეისწავლეს.

აღსანიშნავია, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით ჩაერთნენ.

„პირველკლასელებმა შეისწავლეს მშობლიური ენის ანბანის პირველი ასო-ბგერა - „ა“; რის შედეგადაც კმაყოფილნი და ბედნიერნი იყვნენ. აღნიშნულმა გარემოებამ მათში გააღვივა ინტერესი და მეტის ცოდნის სურვილი, რაც მათ ცნობისმოყვარეობაში და ინტერესში აისახება“, - წერია სკოლის გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203