მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ
15-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მეოთხე კლასის მოსწავლეებს, პედაგოგმა ანა რცხილაძემ გაკვეთილი თემაზე - „შემოდგომის მზიანი ფერების ჩემს სოფელში“, ღია სივრცეში ჩაუტარა.

საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

„გაკვეთილი კლასგარეშე სივრცეში, მანავის ციხეზე ჩავატარეთ. მოსწავლეებმა ბუნებაში არსებული კონტრასტული ფერებით ლამაზი პეიზაჟები შექმნეს, უფრო აღფრთოვანდნენ მშობლიური მანავის ხედებით და შემოდგომის ფერადი პალიტრით; წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას, გ. ლეონიძის, რ. ინანიშვილის სახატავ რვეულებში გადაიტანეს ინდივიდუალურად აღქმული ფერადი შემოდგომა და დღე საინტერესოდ გაატარეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203