სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
15-11-2021
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის მესაკლასელებმა, დამრიგებლის ნონა ფარულვას ხელმძღვანელობით,  შემოდგომის ზეიმი - „მინდოდა მეგრძნო შემოდგომა თავის სისავსით“ გამართეს.

მოსწავლეებმა შემოდგომის თემატურად მოწყობილ კუთხეში ხელნაკეთი წიგნები, ჰერბარიუმები, აპლიკაციები გამოფინეს. ასევე წაიკითხეს ლექსები, ამოავლეს ჩურჩხელები, შეასრულეს სიმღერები და ისაუბრეს ბარაქიან შემოდგომაზე.

პანდემიის გამო მსგავს აქტივობას მოკლებულმა ბავშვებმა სიხარულით და წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას, რითაც ძალიან გაბედნიერდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203