თელავის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელისა და მისი მშობლის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
15-11-2021
თელავის N2 საჯარო სკოლაში ბევრი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებული ნაბიჯი სკოლისთვის ყოველთვის სასიხარულო ფაქტია. აღსანიშნავია, რომ სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა მშობლებიც დიდი აქტიურობითა და ხალისით მონაწილეობენ. ამჯერად, სკოლაში პირველი კლასის მოსწავლისა და მისი მშობლის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
უნიკალური ხელნაკეთი ნამუშევრები დამთვალიერებლებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლა მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„თელავის N2 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის პირველი კლასის მოსწავლისა და მისი მშობლის ერთობლივი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა დაათვალიერეს და შეაფასეს ნამუშევრები. მადლობას ვუხდით მშობელს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს