ჭახათის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს პრეზენტაცია მიუძღვნეს
15-11-2021
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო ღონისძიებები ხშირად იმართება.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ირმა სურმანიძის ხელმძღვანელობით VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გამართეს.

„2021 წლის 12 ნოემბერს VIII, IX და X კლასის მოსწავლეებმა, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გამართეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „ილია - ერის მამა“. მოსწავლეებმა ისაუბრეს მწერლის ცხოვრებაზე, მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. მათ სხვადასხვა მწერლის შემოქმედებიდან ილიასადმი მიძღვნილი სიტყვები წაიკითხეს, ასევე წარმოადგინეს პოეტის რჩეული გამონათქვამები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203