ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
15-11-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „შემოდგომა ნახატში“ წარმოადგინეს.
პატარა მოსწავლეებმა ასევე, ნაწარმოების - „მარადმწვანე ხეების“ მიხედვით თოჯინური სპექტაკლი ჩაატარეს; ბავშვებმა ასევე შემოდგომასთან დაკავშირებული ლექსები გაიხსენეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა და ბავშვებმა დიდი ხალისით მიიღეს მონაწილეობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს