„ბარისკენ მიგრაციის პირობებში ასეთი მაჩვენებელი სწორედ რომ სასიამოვნოა“ -იფარის საჯარო სკოლას ხუთი პირველკლასელი ჰყავს
12-11-2021
ჩვენს სინამდვილეში არსებობს ისეთი ცარიელი სოფლებიც, სადაც წლებია უკვე ერთი პირველკლასელიც კი არ მიუღიათ, არ დაუთვლიათ „შემოდგომის წიწილები“.   

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლა კი გულმოდგინედ ითვლის თავის პირველკლასელებს: ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი... 

„ბარისაკენ მიგრაციის პირობებში ასეთი მაჩვენებელი სწორედ რომ სასიამოვნოა თუმცა მეტი ვერ დავთვალეთ, ჩვენ ესეც ძალიან გვიხარია - ქალაქში თუ ოცდახუთი ნორმაა, აქ, მაღალ მთაში, ხუთი ნორმაცაა და ამასთანავე ბედნიერებაც“,  - აღნიშნავს იფარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი  ირმა ივანიაძე.
             
ვუსურვებთ იფარის საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელს: მათე კორძაიას, ბარბარე გულბანს, ლუკა პირველს, ნინო პირველს, თეკლა პირველს, ასევე მათ არაჩვეულებრივ მასწავლებელს, ლელა კორძაიას ულევ მშვიდობასა და უამრავ წარმატებას სწავლა-სწავლების ერთობ საპასუხისმგებლო საქმეში. 
             
იფარის საჯარო სკოლა ასევე დიდი სიყვარულით მოკითხვას გადასცემს სრულიად საქართველოს უკლებლივ ყველა სოფელს, მთისას თუ ბარისას და ამ ახალ სასწავლო წელს იქაურ სკოლებს მიბარებულ თითოეულ პირველკლასელს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203