ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ელექტრონული პოსტერები შექმნეს
12-11-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა კონკურსში ჩაერთო. სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ელექტრონული პოსტერები შექმნეს, რომელიც პროექტის - „ჩვენ ტოლერანტები ვართ! იყავი შენც“, ფარგლებში განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი სამოქალაქო განათლების კლუბებს შორის საუკეთესო ღონისძიების ავტორის გამოსავლენად იმართება.
„16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1995 წლიდან მოყოლებული აღინიშნება. სწორედ ამ წელს, იუნესკოს წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს ტოლერანტობის შესახებ პრინციპების დეკლარაცია. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აცხადებსს კონკურსს სამოქალაქო განათლების კლუბებს შორის საუკეთესო ღონისძიების ავტორის გამოსავლენად. კონკურსის მიზანია მოსწავლეებს შორის ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის მნიშვნელობის კუთხით სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. კონკურსში ჩაერთო ჩხორიის საჯარო სკოლა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს