ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი ქალთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
12-11-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა - კოლეჯი „პროგრესის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ნინა ჩიკვაშვილი მსოფლიოს წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის მიერ გამართულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლა აღნიშნულთან დაკავშირებით მეტ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:

„მსოფლიოს წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბი WORLD WOMAN CLUB არის პლატფორმა, სადაც კლუბის ყველა წევრს აქვს ახალი პარტნიორების მოძიების, ბიზნესის განვითარების, გაერთიანების, სწავლის შესაძლებლობა. ასევე, ეროვნული ან გლობალური პროექტების შექმნის საშუალება. კლუბის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება ქალთა ფორუმი, რომელიც წელს 19 ნოემბერს ონლაინ ჩატარდება. ფორუმში „სპიკერად“ მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ქალთა კლუბის წარმომადგენელი საქართველოში, სკოლა „პროგრესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნინა ჩიკვაშვილი.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203