„ჩემი უფლებები და მოვალეობები სკოლაში“ - მანავის საჯარო სკოლის მესამე კლასის საინტერესო გაკვეთილი
12-11-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის III კლასში​ საინტერესო გაკვეთილი - „ისწავლე შენი უფლებები და მოვალეობები, და ასწავლე სხვებსაც“ ჩატარდა.

საინტერესო გაკვეთილი საგანში - „მე და საზოგადოება“ ჩატარდა, ხოლო თემა - „ჩემი უფლებები და მოვალეობები სკოლაში“ გახლდათ. მასწავლებელი კი ლეილა ყორღანაშვილი.

მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში დიდი ინტერესით და ხალისით ჩაერთნენ. 

„ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად შედგენილი კითხვარი ოჯახის წევრებთან ერთად შეავსეს; კლასში გაკვეთილზე წარადგინეს შევსებული კითხვარის ანალიზი, რასაც მცირე დისკუსია მოჰყვა. პედაგოგმა სცენების გათამაშება შესთავაზა, მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ და ცდილობდნენ გამოეხატათ რა იციან საკუთარი უფლებების და მოვალეობების შესახებ; აღმოაჩინეს რომ არ იცოდნენ ზოგიერთი მათგანი და გადაწყვიტეს შეექმნათ თვალსაჩინოებები, სადაც სხვებსაც ასწავლიან თუ რა უფლებების და მოვალეობების დაცვა უწევთ სკოლაში და ოჯახში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203