„ჩვენ მკითხველები ვართ და ვიმეგობრებთ თქვენთან“ - მოხისის საჯარო სკოლის შთამბეჭდავი გაკვეთილი
12-11-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლაში საგანში - „მე და საზოგადოება“ გამორჩეული გაკვეთილი
სახელწოდებით - „ჩვენ მკითხველები ვართ და ვიმეგობრებთ თქვენთან“ ჩატარდა.

გაკვეთილზე IV კლასის  მოსწავლეებმა წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. საინტერესოდ იმსჯელეს საკითხის ირგვლივ და მასწავლებლის შექებაც დაიმსახურეს. მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ ყოველთვის წაიკითხავენ წიგნებს, კომპიუტერებისა თუ ტელეფონების ეკრანებთან კი ნაკლებ დროს გაატარებენ.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203