ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი შარაშიძე izrune.ge-ს ტესტებს ბრწყინვალედ გადის
12-11-2021
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

მოსწავლეები შემეცნებით, მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით ასრულებენ. 

ამჯერად მეორე კლასის ბეჯითმა და საზრიანმა მოსწავლემ, გიორგი შარაშიძემ izrune.ge-ს ტესტები დიდი მონდომებით, ბრწყინვალედ შეასრულა.

გიორგის ტესტებში მათემატიკური კითხვები ყველაზე მეტად მოსწონს. გატაცებულია პლანეტებზე ინფორმაციის მოძიებით. უხარია ყოველი ხუთშაბათის მოსვლა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203