არსარვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
12-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებმა - ნარმინ ბადიროვამ, ზეინაბ დალივალოვამ, როიალ იბრაგიმოვმა, აისელ უზუნალოვამ, გუნელ ვეისოვამ, ელვირა იბრაგიმოვამ და სარქან ჯაფაროვმა კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 71 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 12 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს