შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლის, ლაურა ჩიტჩიანის წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
12-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაურა ჩიტჩიანმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა. 

მეათე კლასის მოსწავლე ლაურა ჩიტჩიანმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარნეულელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203