ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - თამუნა ანთაძემ და ბექა ჯაყელიძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელები დაიმსახურეს
12-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები - თამუნა ანთაძე და ბექა ჯაყელიძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებმა კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს.
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 71 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 12 ნოემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს