თბილისის N212 სკოლის მეორე კლასში პროექტი - „ფრინველები და მათი დაცვა“ განხორციელდა
12-11-2021
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო პროექტები ხშირად ტარდება.

ამჯერად, მე-2 კლასის ხელმძღვანელმა, ირმა ჯავახიშვილმა საკლასო პროექტი განახორციელა:

„ჩვენს სკოლაში სადამრიგებლო რგოლის გაუმჯობესების მიზნით - „გარემოს დაცვასთან“ დაკავშირებით საკლასო პროექტები ტარდება. მე-2 კლასის დამრიგებელმა, ირმა ჯავახიშვილმა საკლასო პროექტი - „ფრინველები და მათი დაცვა" ჩაატარა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოსწავლეები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ; თემატურად გააფორმეს საკლასო ოთახი და საინტერესო საინფორმაციო ბანერები წარმოადგინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203