ნაბაკევის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა შემოდგომას მრავალფეროვანი ნამუშევრები მიუძღვნეს
12-11-2021

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომას ნახატები მიუძღვნეს. 

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. 

„საქართველოში წელიწადის ყველა დრო ლამაზი და შთამბეჭდავია, მათ შორის შემოდგომაც. შემოდგომა ხომ ხვავსა და ბარაქასთან და ფერად-ფერად ფერებთან ასოცირდება. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა და პედაგოგმა ნატო გეგეშიძემ ოქროსფერი შემოდგომის შემობრძანება იზეიმეს. მათ საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყვეს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203