პიპილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საშემოდგომო ღონისძიებაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ
12-11-2021
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა. 

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და ესკიზები. შემდეგ კი გამოფენა მოაწყვეს. 

სკოლაში მოეწყო კუთხეც, სადაც შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული. 

მოსწავლეები ამ აქტივობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს. 

„ჩვენს სკოლაში ჩატარდა შემოდგომის ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, ესკიზები, მოაწყვეს გამოფენა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203