მუხრანის N1 სკოლის მოსწავლეები ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-11-2021
ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აღნიშნულ ღონისძიებას გერმანული ენის პედაგოგი ხელმძღვანელობდა. 

ენების ევროპული დღე ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის ინიციატივით 2001 წელს ევროპის კულტურული მრავალფეროვნებისა და მრავალენოვნების აღსანიშნავად დაწესდა. მისი მიზანია ევროპის საბჭოს 47 წევრ ქვეყანაში მცხოვრები 800 მილიონი ადამიან​ის წახალისება - ისწავლონ უფრო მეტი ენა ნებისმიერ ასაკში, სკოლასა თუ მის ფარგლებს გარეთ. საქართველოში კი ენების ევროპული დღე 2012 წლიდან აღინიშნება.

„სკოლის VI კლასის მოსწავლეები (კლასის ხელძღვანელი: მ. თალაკვაძე) ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა გერმანული ენის პედაგოგი: თ. სალბიშვილი“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203