მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ეკოლოგი ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ ესაუბრა
12-11-2021
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ეკოლოგ ელენე გამყრელიძეს უმასპინძლეს.
ელენე გამყრელიძე მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების შესახებ ესაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„11 ნოემბერს მაღლაკის N1 საჯარო სკოლას ესტუმრა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკოლოგი ელენე გამყრელიძე. ის პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“, ფარგლებში მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე: ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს