წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ
წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
წალკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- თეკლე მერლანი;
- მარი აბულაძე;
- საბა შაინიძე;
- რობერტ ზადოიან;
- მერი აბულაძე;
- მაკა აბულაძე;
- მია ყულოშვილი;
- ბესო აბულაძე;
- სვეტლანა ზადოიანი;
- ელენე გაჩლავაშვილი;
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: