ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქველმოქმედებაში ჩაერთნენ
12-11-2021
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის სამაგალითო მოსწავლეები ხშირად ერთვებიან საქველმოქმედო ღონისძიებებში.
სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა მშობლებისა და პედაგოგის დახმარებით კეთილი საქმე გააკეთეს, ქველმოქმედების მიზნით თანხა შეაგროვეს და თანატოლს დაეხმარნენ.
„ამ რთულ დროში იქნებ ასეთმა პატარა ამბებმა გულზე დარდი გადაგყაროთ, მე პირადად დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.. ამბავი დაიწყო ასე, მთელი კვირა მე და ჩემი მესამეკლასელები ვაჟას - „სათაგურს“ ვუკირკიტებდით ბევრი ვიმსჯელეთ დასკვნები გამოვიტანეთ, უმთავრესზე კი ფიცი მომცეს, როგორც ფიცხელა არ მიატოვეს მეგობრებმა გასაჭირში, არც ჩვენ განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანებს არასოდეს არ მივატოვებთ და ყოველთვის დავეხმარებითო. გუშინ ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის გვერდზე ლუკას ამბავს წავაწყდი... ამბავი კლასის სასაუბროში დავწერე დაა... ამ პატარებმა ახალი მეგობარი შეიძინეს და თან ჩემთვის მოცემული პირობაც შეასრულეს მშობლების დახმარებით“, - წერია გავრცელებულ ინფომაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს