ხოჯორნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ფრნბურთის შეჯიბრი გაიმართა
12-11-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ფრენბურთის თამაშში შეეჯიბრნენ. 

როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მატჩი მასწავლებლების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მოსწავლეებიც მზად არიან, რომ შემდეგი თამაში თავიანთ სასარგებლოდ დასრულდეს. 

ის, რომ სკოლაში მოსწავლეები სპორტით არიან დაინტერესებული, მათი სპორტის პედაგოგის არუტიუნ მკრტჩიანის დამსახურებაა.

„სპორტის მასწავლებლის არუტიუნ მკრტჩიანის დამსახურებაა მოსწავლეებს სპორტი რომ უყვართ. ამჯერად, მოსწავლე- მასწავლებლებს შორის გუნდური თამაში ფრენბურთში გაიმართა. მატჩი მასწავლებლების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ მოსწავლეები მზად არიან რევანშისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203