„თითოეული მედალი კიდევ ერთი დასტურია პედაგოგებისა და მათი მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომისა“-თბილისის N141 სკოლის მილოცვა კურსდამთავრებულებს
12-11-2021

თბილისის N141 საჯარო სკოლა წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დამსახურებული ოქროსა და ვერცხლის მედლების მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„თბილისის N141 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს, ჩვენს საამაყო გოგო-ბიჭებს, კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ წარმატებას, ჩვენს სკოლას კი ვუსურვებთ ბეჯითი, შრომისმოყვარე, წიგნიერი მოსწავლეების სიმრავლეს! თითოეული მედალი კიდევ ერთი დასტურია ჩვენი პედაგოგებისა და მათი აღსაზრდელების თავდაუზოგავი შრომისა! გილოცავთ! წარმატება იყოს თითოეული ჩვენი მოსწავლის მეგზური!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203