ბოლაჯურის საჯარო სკოლის ევროპული სტანდარტებით აშენებული ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა
12-11-2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის ევროპული სტანდარტებით აშენებული ახალი შენობა გაიხსნა. 

9 ნოემბრიდან მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ კომფორტულ სასწავლო გარემოში იღებენ ცოდნას. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ყველას ვისაც სკოლის მშენებლობის საქმეში წვლილი მიუძღვის.

„9 ნოემბერს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საზეიმო ვითარება იყო, რადგან გაიხსნა ევროპული სტანდარტების ახალი საჯარო სკოლის შენობა, ამისათვის დიდი მადლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ბატონ ბესიკ ამირანაშვილს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას, მადლობა ადიგენის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ინგა ბოჭორიშვილს და მშენებელ კომპანიას.
მჯერა ამ სკოლის კედლები ჩვენს ქვეყანას აღუზრდის ბევრ წარმატებულ და ღირსეულ მამულიშვილს“, - აღნიშნულია წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203