ბეჟანოს საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი ითამაშეს
12-11-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო აქტივობებში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ნონა არევაძის მოთხრობის - „მეგობრები“, მიხედვით სპექტაკლი დადგეს.

მოსწავლეებს აღნიშნულ აქტივობაში თავიანთი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის საშუალება ჰქონდათ. 

„სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ნონა არევაძის მოთხრობის - „მეგობრები“, მიხედვით. მოსწავლეებმა პლასტელინით შექმნეს მწერებისა და ტყის ბინადართა გამოსახულებები“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203