არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისის“ პირველკლასელები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ
12-11-2021

თბილისის არასახელმწიფო საერო ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა „მერმისის“ პირველი კლასის მოსწავლეები შოკოლადის მუზეუმს ესტუმრნენ. 

პირველკლასელები მუზეუმში წარმოდგენილი კოლექციის უნიკალურ ნიმუშებს გაეცნენ, შოკოლადის უნიკალური და სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ნატურალური შოკოლადიც დააგემოვნეს. 

მოსწავლეები მუზეუმიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203