არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებს ეკოლოგი ნარჩენების მართვის პრინციპის შესახებ ესაუბრა
12-11-2021
არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის - „სპექტრის“, ეკოლოგი ლალი გამყრელიძე მონაწილეებს ნარჩენების მართვის პრინციპის შესახებ ესაუბრა.
აღნიშნული შეხვედრა ნარჩენების სეპარირების დანერგვისა და მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საპილოტე სკოლებში გაიმართა.
ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გააკეთეს, რომლის ფარგლებშიც შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს