„შემოდგომა ჩემს სოფელში“- ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მრავალფეროვანი ღონისძიება
ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში შემოდგომას ღონისძიება მიეძღვნა.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა ფიფიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „შემოდგომა ჩემს სოფელში“, გამართეს.
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით ფოთლებისგან საინტერესო და ლამაზი ნამუშევრები შექმნეს.
კლასში მოეწყო კუთხე, სადაც შემოდგომის ნობათი იყო განთავსებული.
მოსწავლეებმა წელიწადის ამ დროსთან დაკავშირებით ისაუბრეს და ღონისძიებაში დიდი ხალისით ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: