რიყეთის საჯარო სკოლა საქველმოქმედო ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთო
11-11-2021
მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლა საქველმოქმედო ღონისძიებებსა და აქტივობებში ხშირად ერთვებიან.

რიყეთის საჯარო სკოლამ ამჯერად საქველმოქმედო თამაშში - „მოაზროვნე“, მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ინტელექტუალური თამაში სოფელ რიყეთში მცხოვრებ გოგა კოჩალაძის დასახმარებლად გაიმართა.

ღონისძიება ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ადგილობრივი ახალგაზრდებისა და მთიანი აჭარის ინტელექტ-კლუბის ორგანიზებით გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203