ნარდევანის საჯარო სკოლის 17 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლის 17 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:
- კალია თამარიან;
- გაიანე ანტონიან;
- ლენა ნაზლუიან;
- გალინა თამარიან;
- სოფია ანტონიან;
- ხანუმ აივაზიან;
- ლუსინე აივაზიან;
- ალვარდ აივაზიან;
- ედიდა ნაზლუიან;
- სინარა სნხჩიან;
- სვეტლანა ნურბეკიან;
- არმან შიროიან;
- ლიკია პილოსიან;
- მარგარიტა დარბინიან;
- ლუსიკ დონაკანიან;
- სუსანა თამარიან;
- ანი ბაბიკიან.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.
იხილეთ ფოტოები: