საბირქენდის N1 სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.მარნეულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები:
- გიულხანუმ მამედოვა;
- ამინა გაჯიევა;
- ლეილა მეხტიევა;
- ბალაოღლან ბადალოვი;
- ლატიფ ხუბანოვი;
- მარიანა ასკეროვა;
- ზილან ჯარჩიევა;
- დუნია ბადალოვა.
9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: