„ეტალონმა“ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
11-11-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები - სედა მიკოიანი, ნარეკ ვერმიშიანი, იურიკ სირადეგიანი, ანი ახვერდიანი, სუზანა სირადეგიანი, ვარდუშ ვერმიშიანი და ალისია პეტროსიანი საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

9 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მარნეულელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203