„ეტალონმა“ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ცეცხლაძე დააჯილდოვა
11-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ცეცხლაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
მას ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელი გადაეცა.
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.