დარაქოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ
11-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის 6 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

კონკურსის პირველ ეტაპზე შემდეგი მოსწავლეები მონაწილეობდნენ:

  • ვაჩაგან ადამიან;
  • გიორგი გევორკიან;
  • იზოლდა სოგოიან;
  • არამ ტოროსიან;
  • ანა გევორკიან;
  • გენრიხ პეტროსიან.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203