დაბა ბედიანის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე „ეტალონმა“ დააჯილდოვა
11-11-2021
წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანის საჯარო სკოლის 2 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე მოსწავლეები გიორგი სანაია და ნინო ტამაილი მონაწილეობდნენ.
მათ „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელები გადაეცათ.
11 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში წალკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა წალკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.