თბილისის N212 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები იზაბელა ჯავახიშვილი, თამარა აბულაძე, მარიამ ჯავახიშვილი და გიორგი მეზურნიშვილი არიან.
სკოლა ამაყობს მათი მიღწევებით და წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტო: