აღმამედლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
11-11-2021

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა - რენა ნასიბოვამ, ნარმინ ბადალოვამ, ელიფ ასკეროვამ, ფიდან ნასიბოვამ, როია ახუნდოვამ, მალიქ მუსაევმა და სეჰრან ნაბიევამ მარნეულის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპში ოქროს სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „მარნეულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მარნეულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203